რუსულმა ავიაციამ უკრაინაზე სარაკეტო იერიში, ბელორუსის ტერიტორიიდან მიიტანა - უკრაინის შეიარაღებული ძალები

აგვისტოს შემდეგ პირველად, მტერმა უკრაინაზე სარაკეტო იერიში, ბელორუსიდან მიიტანა. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული დირექტორატის უფროსის მოადგილე ალექსეი გრომოვმა განაცხადა. 

„დღეს დილით, აგრესორი ქვეყნის სტრატეგიული ავიაციის 4 ტუ-22 M3 თვითმფრინავმა ბელორუსის საჰაერო სივრციდან საჰაერო დარტყმა განახორციელა უკრაინის ტერიტორიაზე.

ამ მიმართულებიდან რუსეთმა ავიაცია ბოლოს 28 აგვისტოს გამოიყენა“, - აცხადებს გრომოვი.