პრაღის შემდეგ, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეორე სამიტს მოლდოვა უმასპინძლებს

პრაღის შემდეგ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეორე სამიტს ევროკავშირის არაწევრი ქვეყანა, მოლდოვა უმასპინძლებს. ამ გადაწყვეტილების შესახებ სამიტის დასრულების შემდეგ ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ, შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ინფორმაციას რადიო თავისუფლბა ავრცელებს.

პრაღის ციხესიმაგრე ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის (EPC) პირველ სამიტს მასპინძლობს. ამ ფორმატის წევრი ევროკავშირის სხვა მეზობლებთან ერთად უკრაინაც გახდა.

6 ოქტომბერს, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი დაამტკიცა.