პრაღაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტმა დაადასტურა, რომ რუსეთი სრულ იზოლაციაშია და არა მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებისგან. ამის შესახებ პრაღაში, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა.
„ამ სამიტმა დაადასტურა, რომ რუსეთი სრულ იზოლაციაშია და არა მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებისგან, არამედ სხვა ქვეყნებისგანაც, რომლებიც ზოგჯერ პირდაპირ ესაზღვრება რუსეთს. ყველა გმობს რუსეთის აგრესიას", - აღნიშნა მორავეცკიმ.
მან დასძინა, რომ ევროპის ქვეყნებს შორის ასევე არის მცდელობა, განიხილონ გაზისა და ენერგეტიკის კრიზისთან დაკავშირებული საკითხები.
„და აქ ჩვენ ასევე ვიპოვეთ საერთო ენა - ენერგეტიკული კრიზისი ხელს უწყობს რუსეთის იმპერიალიზმს, მაგრამ ასევე ხელს უწყობს საბაზრო სპეკულაციას", - თქვა მორავეცკიმ.