მართლმსაჯულების ეფექტიანობა და ხარისხი ევროპაში: ევროპის საბჭო 2022 წლის ანგარიშს აქვეყნებს

  • საქართველოს და აზერბაიჯანს სასამართლო სისტემისთვის (ერთ სულ მოსახლეზე) ყველაზე მცირე ბიუჯეტი აქვთ (8,7 ევრო საქართველოსთვის და 9,6 ევრო აზერბაიჯანისთვის).
  • ალბანეთმა, აზერბაიჯანმა, ბულგარეთმა, კვიპროსმა, საქართველომ, მოლდოვას რესპუბლიკამ და გაერთიანებულმა სამეფომ - შოტლანდიამ თავიანთი ბიუჯეტის 35%-ზე მეტი, პროკურატურის სტრუქტურებზე დახარჯეს

ანგარიშში, ევროპის საბჭოს მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპული კომისია (CEPEJ) 44 ევროპული ქვეყნისა და 3 დამკვირვებელი სახელმწიფოს სასამართლო სისტემების ძირითად ტენდენციებს ასახავს.

ეს შეფასების ანგარიში მეათეა, 2002 წელს CEPEJ-ის დაარსებიდან და განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს შემდეგ ტენდენციებზე:

მართლმსაჯულებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტის შესახებ:
• 2010-2020 წლებში სახელმწიფოებმა აჩვენეს სტაბილური, მაგრამ არათანაბარი ზრდა; 2020 წელს ისინი სასამართლო სისტემაზე საშუალოდ ერთ მოსახლეზე 79 ევროს ხარჯავდნენ (ანუ 7 ევროთი მეტს ვიდრე 2018 წელს);
• ამ ბიუჯეტის 66% სასამართლოებს ეთმობოდა, 24,5% პროკურატურას და 9,5% იურიდიულ დახმარებას;
• 2018-2020 წლებში ყველაზე მნიშვნელოვანი პროცენტული ზრდა, საშუალოდ 12%-ის ტოლი, პროკურატურის ბიუჯეტთან მიმართებით დაფიქსირდა;
• გარკვეული სერვისების აუთსორსინგის მზარდი ტენდენცია კვლავ აისახა 2020 წელს;
• აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები პროპორციულად მეტს ხარჯავენ პროკურატურის სერვისებზე, ხოლო ჩრდილოეთ ევროპისა და საერთო სამართლის ქვეყნები შედარებით მეტ ინვესტიციას იურიდიულ დახმარებაზე;
• ყველა ქვეყანას აქვს იურიდიული დახმარების მექანიზმი სისხლის სამართლისა და მათ გარდა სხვა საქმეებისათვის, რათა უზრუნველყონ მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ყველასთვის, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის და ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის შესაბამისად.

მართლმსაჯულების სპეციალისტებისა და სასამართლოების შესახებ:
• წევრ ქვეყნებსა და ერთეულებში ოდნავ გაიზარდა პროფესიონალი მოსამართლეების რაოდენობა (საშუალოდ 22,2 მოსამართლე 100 000 მოსახლეზე) მნიშვნელოვანი განსხვავებებით სახელმწიფოებსა და ერთეულებს შორის, რაც ნაწილობრივ შეიძლება, სასამართლო ორგანიზაციების მრავალფეროვნებით, გეოგრაფიული ფაქტორებით და/ან ევროპული სამართლებრივი სისტემების ევოლუციით აიხსნას.
• უკვე რამდენიმე წელია, ქალ მოსამართლეთა და პროკურორთა რაოდენობა მამაკაცებს აჭარბებს; ამავდროულად, „შუშის ჭერი“, ანუ ქალების სიმცირე უმაღლეს პოზიციებზე კვლავ სახეზეა; თუმცა არსებობს რამდენიმე პერსპექტიული განვითარება და შთამაგონებელი მაგალითი, ქალთა კარიერის და უმაღლეს სასამართლო პოზიციებზე გენდერული ბალანსის ხელშესაწყობად. ევროპელ იურისტებს შორის ჯერ ისევ ძირითადად მამრობითი სქესის წარმომადგენლები ჭარბობდნენ, მაგრამ ამ სფეროში ასევე შესამჩნევი იყო ცვლილებები ქალების სასარგებლოდ; კვლავ გაიზარდა ადვოკატთა რაოდენობა ევროპაში (2020 წლის საშუალო რაოდენობა გახლავთ 172 ადვოკატი 100 000 მოსახლეზე), მაგრამ ქვეყნიდან-ქვეყანაში მნიშვნელოვნად განსხვავდება ადვოკატთა სიმჭიდროვე;
• მნიშვნელოვანი განსხვავებაა ევროპაში მოსამართლეთა ხელფასსა და საშუალო ეროვნულ ხელფასებს შორის: 1.0/1.7 გერმანიაში (კარიერის დასაწყისში/ბოლოს) 6.8/21.6-მდე უკრაინაში (კარიერის დასაწყისში/ბოლოს); იგივე ეხებათ პროკურორებს: 0,8-დან ირლანდიაში 4,1-მდე ალბანეთში კარიერის დასაწყისში და 1,7-დან გერმანიასა და ლუქსემბურგში, 7,8-მდე საქართველოში კარიერის ბოლოს; ზოგადად, სხვადასხვა მიზეზის გამო პროკურორების ხელფასი მოსამართლეებთან შედარებით დაბალია;
• 2010-2020 წლებში სასამართლოების რაოდენობა ევროპაში შემცირდა და კვლავ ძლიერი ტენდენცია გახლდათ სასამართლოების სპეციალიზაცია, მიუხედავად იმისა, რომ ეს ტენდენცია 2020 წელს შენელდა.

სასამართლო სისტემის მომხმარებლების შესახებ:
• Covid19-ის პანდემიამ გააძლიერა მომხმარებლების ცენტრალური ადგილი მართლმსაჯულების სისტემაში, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის ახალ გამოწვევების, კომუნიკაციისა და სასამართლო სერვისების მიწოდების ახალ გზების და მართლმსაჯულების გაციფრულების დაჩქარების გათვალისწინებით;
• მეტი რესურსი, მათ შორის ადამიანური რესურსი უნდა დაეთმოს მართლმსაჯულების მომხმარებლებთან უკეთეს კომუნიკაციას, რათა კიდევ უფრო გაუმჯობესდეს მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა და სასამართლო სისტემისადმი ნდობა;
• მონაცემები სასამართლოს მომხმარებელთა კმაყოფილების შესახებ შეიძლება, გამოყენებული იყოს მართლმსაჯულების უკეთესი და უფრო ეფექტიანი მომსახურების უზრუნველსაყოფად და სასამართლო სისტემების ლეგიტიმურობის გაზრდის გზების შესამუშავებლად.

საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) შესახებ:
• ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნები და სუბიექტები სულ უფრო მეტად იყენებენ ICT-ს სასამართლო საქმიანობის მხარდასაჭერად და წინა წლებთან შედარებით, სასამართლოს ბიუჯეტის უფრო დიდ პროცენტს უთმობენ კომპიუტერიზაციას;
• Covid19-ის პანდემიის შედეგად წარმოშობილმა გამოწვევებმა შესაძლებელი გახადა უფრო ფართო მასშტაბით და სწრაფი ტემპით განხორციელებულიყო ICT-ის პოტენციალის გამოცდა სასამართლო დოკუმენტების კომუნიკაციისა და გაზიარების კუთხით; დისტანციური კომუნიკაციის პრაქტიკული უპირატესობების დასაბალანსებლად და სამართლიანობის ფუნდამენტური ღირებულებების: სამართლიანობის, გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის, პროცედურული ძალადობის თავიდან აცილების და მართლმსაჯულების ადამიანური და სიმბოლური სახეების კომპრომეტირების თავიდან აცილების მიზნით, საჭირო გახლდათ ფართომასშტაბიანი ადაპიტირება.

სასამართლო სისტემების ფუნქციონირების შესახებ:
• Covid19-თან დაკავშირებული შეზღუდვების გამო, მთელ ევროპაში სასამართლოებს რუტინული ფუნქციების შესრულებისასაც შეექმნათ პრობლემები, თუმცა, ყველა იურისდიქციის ზონა ერთნაირად არ დაზარალებულა, ვინაიდან სახელმწიფოებმა და ერთეულებმა სხვადასხვა ინოვაციურ ზომას მიმართეს Covid-19-ის ეფექტების შესამცირებლად;
• პანდემიამ ყველაზე მეტად დააზარალა პირველი ინსტანციის სასამართლოები; მეორე და მესამე ინსტანციები უფრო ეფექტიანად ფუნქციონირებდნენ, თუმცა 2018 წელთან შედარებით, მათაც გარკვეულწილად დაბალ შედეგს მიღწიეს;
• სასამართლოები, როგორც ჩანს, ყველაზე სწრაფად სისხლის სამართლის საქმეებს წყვეტენ, ხოლო ყველაზე ნაკლებად ეფექტიანები ისინი ადმინისტრაციულ საკითხების გადაწყვეტაში არიან;
• სახელმწიფოების და სუბიექტების უმრავლესობაში პროკურორებმა გააუმჯობესეს შედეგები, სავარაუდოდ, ახალი საქმეების რაოდენობის შემცირების გამო, რაც ძირითადად Covid19-ის პანდემიის ზომებით შეკავების ზომებით იყო გამოწვეული;
• 2020 წელს შემცირდა შემოსული საქმეების რაოდენობა, რომლებიც ეხება თავშესაფრის მაძიებლებს და უცხოელთა ქვეყანაში შესვლისა და ბინადრობის უფლებას, მიუხედავად იმისა, რომ ამ ტიპის საქმეების რაოდენობა კვლავ მაღალია.

ევროპის საბჭოს 46 წევრი ქვეყნიდან, მხოლოდ ლიხტენშტეინისა და სან-მარინოს მონაცემების მიწოდება ვერ მოხერხდა. სავარჯიშოში მონაწილეობა, როგორც CEPEJ-თან ერთად დამკვირვებელმა ქვეყნებმა, ისრაელმა, მაროკომ და ყაზახეთმა მიიღეს.

წყარო - ევროპის საბჭო