ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ პრაღაში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უნდა დაიცვან ქვეყნები, რომლებიც არ არიან ევროკავშირის წევრები, შეუერთდნენ სანქციებს და რომლებსაც ჰყავთ „ძალიან, ძალიან დამაშინებელი მეზობელი“.
ამასთან, რობრტა მეცოლამ აღნიშნა, რომ მიესალმება განხილვის ნებისმიერ შესაძლებლობას იმაში დასარწმუნებლად, რომ ყველა ქვეყანა აღასრულებს სანქციებს.
„ასეთია მოლდოვა. ასე რომ, ისეთი შეხვედრები, როგორიც გუშინ გაიმართა, მისასალმებელია. მივესალმებით განხილვის ნებისმიერ შესაძლებლობას იმაში დასარწმუნებლად, რომ ყველა ქვეყანა ასრულებს სანქციებს და აღასრულებს მათ.
ეს ასევე არანაირად არ გამორიცხავს იმ ძალიან მისასალმებელ გზას, რომლებსაც გადიან ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნები. იქნებიან ეს: უკრაინა, მოლდოვა და საქართველო, ასევე არ უნდა დაგვავიწყეს დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოები“, – განაცხადა რობერტა მეცოლამ.