ფინეთის პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა განაცხადა, რომ რუსეთს უკრაინაში ომის დასრულების მხოლოდ ერთი გზა აქვს - დატოვოს უკრაინის ტერიტორია.
ამის შესახებ მან პრაღაში, ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა რუსეთს "კონფლიქტიდან" გამოსავალი, ფინეთის პრემიერ-მინისტრმა ასე უპასუხა: „კონფლიქტიდან გამოსავალი? რუსეთისთვის კონფლიქტიდან გამოსავალი არის უკრაინის დატოვება", - განაცხადა მარინმა.
6 ოქტომბერს ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინესტემ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მეცხრე პაკეტი დაამტკიცა.
ფინეთის მერ უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარების პაკეტების ჯამური ღირებულება, 93 მილიონ ევროს შეადგენს.