პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, კურილიის კუნძულების (რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ), იაპონიის ტერიტორიად აღიარების შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი.
„დღეს მივიღე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება - სამართლიანი, იურიდიულად უნაკლო, ისტორიული.
უკრაინამ კიდევ ერთხელ დაადასტურა იაპონიის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა, მათ შორის მისი ჩრდილოეთ ტერიტორიები, რომლებიც ჯერ კიდევ რუსეთის ოკუპაციის ქვეშაა.
დღეს ხელი მოვაწერე შესაბამის განკარგულებას. ამის შესახებ განცხადება უმაღლეს რადაშიც კეთდება. ჩვენ მოვუწოდებთ ყველას მსოფლიოში, მიიღონ მსგავსი გადაწყვეტილებები“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
საბჭოთა კავშირმა მეორე მსოფლიო ომის ბოლოს კუნძულებზე კონტროლი დაამყარა. სადაო კუნძულებს რუსეთი სახალინის ოლქის სამხრეთ კურილიის რეგიონის შემადგენელ ნაწილად განიხილავს. კუნძულებს იაპონია ჩრდილოეთ ტერიტორიებს ან სამხრეთ ჩიშიმას უწოდებს და ჰოკაიდოს პრეფექტურის ნაწილად თვლის.
ასევე წაიკითხეთ