მხოლოდ ნავთობსა და გაზზე სრულ ემბარგოს შეუძლია, კრიტიკულად იმოქმედოს რუსეთის ფედერაციის ბრძოლის სურვილზე - სვირიდენკო

ევროკავშირის მიერ ნავთობსა და გაზზე სრული ემბარგოს დაწესებამ შესაძლოა, კრიტიკული გავლენა იქონიოს რუსეთის შემდგომი ბრძოლის სურვილზე. ამის შესახებ უკრაინის პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა იულია სვირიდენკომ განაცხადა.

„ევროკავშირის სანქციების მერვე პაკეტი შეიცავს ბევრ ნაწილობრივ შეზღუდვას. ჩვენ ვიბრძოლებთ მათ სრულად შემოსაღებად. დიახ, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა პრინციპული შეთანხმებებისა და იმპლემენტაციის კუთხით, რაც ნავთობის „ფასის დაჭერას“ გულისხმობს.

ამავდროულად, ჩვენ მოუთმენლად ველით ამ საკითხში შემდგომ პროგრესს, რომლის საბოლოო შედეგი უნდა იყოს რუსეთის ფედერაციის შემოსავლების მნიშვნელოვანი შემცირება. ამავდროულად, უკრაინა იცავს ადრე გაჟღერებულ პოზიციას, რომ მხოლოდ ნავთობსა და გაზზე სრულ ემბარგოს შეუძლია კრიტიკულად იმოქმედოს რუსეთის ფედერაციის შემდგომი ბრძოლის სურვილზე“, - განაცხადა სვირიდენკომ.