ვოლოდიმირ ზელენსკი: ბახმუტის მიმართულებაზე, ვითარება რთულია

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ბახმუტის მიმართულებით ძალიან მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს, უკრაინელი სამხედროებს პოზიციები უჭირავთ. 

„ჩვენ ვიკავებთ პოზიციებს დონბასში, კერძოდ ბახმუტის მიმართულებით, სადაც ახლა ძალიან, ძალიან რთულია... ძალიან მძიმე ბრძოლებია.

დღეს კიდევ ერთხელ მინდა შევაქო ჩვენი ჯარისკაცები 93-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადა გამბედაობისთვის, ამ მიმართულებით გამძლეობისთვის“.

8 ოქტომბერს საღამოს გამოსვლაში უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის ძალები პერიოდულად აწარმოებენ შეტევით ოპერაციებს ბახმუტისა და ავდეევსკის მიმართულებით.