ზაპოროჟიეზე რუსეთის ძალების სარაკეტო თავდასხმის შედეგად, სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა.
ამის შესახე მერის მოვალეობის შემსრულებელმა ანატოლი კურტიევმა განაცხადა.
„წუხელ სარაკეტო თავდასხმამ დააზიანა კორპუსები და ქუჩები. პირველადი ინფორმაციით, დაინგრა ხუთი კერძო შენობა და დაზიანდა დაახლოებით 40. ამ დროისთვის ცნობილია 17 ადამიანის დაღუპვის შესახებ. სამძიმარს ვუცხადებ ახლობლებს“, - წერს კურტიევი.