უკრაინა ლუგანსკის რეგიონში 7 დასახლების გათავისუფლების შესახებ იუწყება

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სოფლები ნოვოლიუბივკა, ნევსკოე, გრეკოვკა,  ნოვოეგოროვკა, ნადია, ნადეჟდა, ანდრეევკა, და სტელმახოვკა გაათავისუფლეს. მისივე თქმით, შვიდივე დასახლებას უკრაინა აკონტროლბს.

7 ოქტომბერს გამართულ ვიდეომიმართვაში პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ გასული კვირის განმავლობაში 29 დასახლება განთავისუფლდა. მთლიანობაში, უკრაინის კონტრშეტევის დაწყებიდან 2400 კვადრატულ კილომეტრზე მეტი და 96 დასახლებული პუნქტი გათავისუფლდა.