ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტა ისევ გამოსცადა

იაპონიამ და სამხრეთ კორეამ განაცხადეს, რომ ჩრდილოეთ კორეამ კიდევ ერთი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, ეს მესამე გამოცდა იყო გასული კვირის განმავლობაში.

„ჩრდილოეთმა კორეამ საეჭვო ბალისტიკური რაკეტა გაუშვა“, - დაწერა იაპონიის პრემიერის ოფისმა Twitter-ზე.

Anadolu-ს ცნობით, სამხრეთ კორეის სამხედროებმა ასევე დაადასტურეს რაკეტის გაშვება, მაგრამ სხვა დეტალებზე არ უსაუბრიათ.

გასული კვირის დასაწყისში ფხენიანის მიერ გაშვებულმა ბალისტიკურმა რაკეტამ იაპონიას გადაუფრინა, რაც პირველი ასეთი შემთხვევა იყო ბოლო ხუთი წლის განმავლობაში.

ჩრდილოეთ კორეამ რაკეტების გამოცდა, რეგიონში სამხრეთ კორეის, იაპონიის და აშშ-ის ერთობლივი სამხედრო წვრთნების საპასუხოდ გააძლიერა.

ფხენიანი აცხადებს, რომ „აშშ-ის პირდაპირი სამხედრო საფრთხეების წინააღმდეგ თავდაცვით ზომებს მიმართავს“.