იური მილნერმა, რომელიც Forbes-ის 15 რუს მილიარდერს შორისაა, რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა.
„მე და ჩემმა ოჯახმა სამუდამოდ დავტოვეთ რუსეთი 2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ და ამ ზაფხულს ჩვენ ოფიციალურად დავასრულეთ რუსეთის მოქალაქეობაზე უარის თქმის პროცესი", - წერს ბიზნესმენი Twitter-ზე.
Forbes-ის ცნობით, რუსმა მილიარდერმა ისრაელის მოქალაქეობა ჯერ კიდევ 1999 წელს მიიღო და რამდენიმე წლის განმავლობაში ცხოვრობდა ქვეყანაში, სანამ აშშ-ში გადავიდა.
მილნერამდე, Forbes-ის მილიარდერების რეიტინგის კიდევ ორმა მონაწილემ, ტიმურ ტურლოვმა და რუბენ ვარდანიანმა რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვეს.