კიევის რეგიონში საჰაერო თავდაცვის დანაყოფებმა ორი რაკეტა ჩამოაგდეს

კიევის რეგიონში საჰაერო თავდაცვის დანაყოფებმა ორი რუსული რაკეტა ჩამოაგდეს.

ამის შესახებ კიევის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლექსი კულებამ განაცხადა.

ულებამ მოუწოდა კიევის რეგიონის მოსახლეობას, დარჩნენ თავშესაფრებში.

უკრაინა: მასშტაბური ავიაიერიშების შედეგად, მსხვერპლთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა

10 ოქტომბრის დილიდან, რუსეთს მასიურად მიაქვს სარაკეტო იერიში უკრაინაზე. კიევზე სარაკეტო თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსმა სამხედროებმა უკრაინის ტერიტორიაზე სულ მცირე 83 რაკეტა ისროლეს.