უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 32 სამხედრო დაიბრუნა

უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 32 სამხედრო დაიბრუნა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრი ერმაკი Facebook-ზე წერს.

„ჩვენები სახლში არიან. დღეს ტყვეთა მორიგი გაცვლა განვახორციელეთ. მოვახერხეთ ჩვენი 32 მეომრის გათავისუფლება და ისრაელელი დმიტრი ფიალკას ცხედრის დაბრუნება.

გათავისუფლებულთა შორის არიან - ოფიცრები, სერჟანტები და უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცები. ყველა მათგანი ისეთ ადგილებში იყო, სადაც მძიმე საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა. ბევრი მათგანი უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა”, - წერს ერმაკი.