ვაღიარეთ საქართველოს ევროპული პერსპექტივა, რა თქმა უნდა, კანდიდატ ქვეყნებზეა დამოკიდებული ჩვენი კავშირისკენ წინსვლა. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში გამართულ ამბასადორიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„რა თქმა უნდა, კანდიდატ ქვეყნებზეა დამოკიდებული მათი ეკონომიკებისა და ინსტიტუტების რეფორმირება და ჩვენი კავშირისკენ წინსვლა, მაგრამ ჩვენი პასუხისმგებლობაა მათი მხარდაჭერა ყველა შესაძლო გზით. ეს არის ევროპის მომენტი. ჩვენზეა დამოკიდებული ამ მომენტის გამოყენება“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ცნობისთვის, 23 ივნისს, ევროკავშირისი საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი, დასახული პრიორიტეტები შესრულდება.