რომის პაპმა ფრანცისკემ რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქების „დაუნდობელი დაბომბვა“ დაგმო და მოუწოდა მათ, ვის ხელშიც არის ომის ბედი, შეწყვიტონ ის. ათასობით მომლოცველთან საუბრისას რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ მისი ფიქრები უკრაინელ ხალხთანაა.
10 ოქტომბრის შემდეგ, რუსეთმა სარაკეტო დარტყმა განახორციელა კიევზე, ხმელნიცკის, ლვოვის, ჟიტომირის, დნიპროსა და სხვა ქალაქებზე. მთლიანობაში, რუსეთმა უკრაინის მასშტაბით 84 რაკეტა გაისროლა, მათგან 43 ჩამოაგდეს.
„ამ დღეებში ჩემი გული უკრაინელ ხალხთანაა, განსაკუთრებით იმ ადგილების მცხოვრებლებთან, რომლებიც ინტენსიურად იბომბება. მე გულით ვატარებ მათ ტკივილს“, - განაცხადა რომის პაპმა.