რუსეთის ტყვეობიდან 20 უკრაინელი სამხედრო გათავისუფლდა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა პატიმრების მორიგი გაცვლის შესახებ განაცხადა. ტყვეთა გაცვლის შედეგადაც უკრაინამ 20 სამხედრო დააბრუნა. 

ანდრეი ერმაკის თქმით, შესაძლებელი გახდა უკრაინის შეიარაღებული ძალების 14 ჯარისკაცის, ეროვნული გვარდიისა და საზღვაო ძალების სამხედროების დაბრუნება.

მათ შორის არიან ადამიანები, რომლებიც რუსეთის ძალებმა ოლენივკაში, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე დააკავეს. გათავისუფლებულებს სამედიცინო შემოწმება უტარდებათ.