შეერთებული შტატების მიერ, უკრაინისთვის, საჰაერო თავდაცვისთვის გადაცემული NASAMS-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემები, ქვეყანაში ოქტომბერში იქნება. ამის შესახებ უკრაინის ტელემარტონის ეთერში თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა.
რეზნიკოვმა დასძინა, რომ გერმანული IRIS-T საჰაერო თავდაცვის სისტემები უკრაინაში, ასევე ოქტომბერში ჩავა.
„აშშ-ის გადაწყვეტილებაა მოგვაწოდოს ძალიან ცნობილი NASAMS-ის სისტემა, პირველი რამდენიმე ინსტალაცია. ჩვენი სპეციალისტები ასევე გადიან ტრენინგს“, - აღნიშნა რეზნიკოვმა.