ქუთაისში, ახალგაზრდა კაცს დენმა დაარტყა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების მანქანა, პატრულის ეკიპაჟები და სამაშველო სამსახურის ჯგუფები.
როგორც ცნობილია, ახალგაზრდამ კისრის არეში მიიღო დამწვრობა.
ამასთან, სასწრაფო სამედიცინო სამსახურის წარმომადგენლებმა, კაცი კლინიკაში გადაიყვანეს.