უკრაინის კულტურის სამინისტრომ ხერსონის მუსიკისა და დრამის თეატრის მთავარი დირიჟორის, იური კერპატენკოს გარდაცვალების შესახებ განაცხადა.
დეპარტამენტის ინფორმაციით, რეჟისორი რუსმა სამხედროებმა საკუთარ სახლში 14 ოქტომბერს მას შემდეგ მოკლეს, რაც მან „ოკუპანტებთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა“.
ადგილობრივი მედიის ცნობით, კერპატენკომ კატეგორიული უარი თქვა პირველ ოქტომბერს საოკუპაციო ადმინისტრაციის წარმომადგენლების მიერ ორგანიზებულ კონცერტში მონაწილეობაზე.
„კერპატენკო თეატრის მთავარ დირიჟორად 2004 წლიდან მუშაობდა და უარი თქვა ოკუპირებული ხერსონის დატოვებაზე“,- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა ხერსონის ოლქის ანექსია მოახდინა. 30 სექტემბერს კრემლში, ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიების რუსეთში შესვლის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი. ამ გადაწყვეტილებას მსოფლიოს არც ერთი ქვეყანა არ აღიარებს.