გაერო: ძალადობა რუსეთის სამხედრო სტრატეგიის ნაწილია

უკრაინაში რუსული ძალების მიერ ჩადენილი სექსუალური ძალადობის ფაქტები რუსეთის „სამხედრო სტრატეგიის“ ნაწილია. ამის შესახებ კონფლიქტებში სექსუალური ძალადობის საკითხებში  გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელი პრამილა პატენი აცხადებს.

პატენის თქმით, გაერომ მოახერხა უკრაინაში გაუპატიურების ან სექსუალური ძალადობის ასზე მეტი შემთხვევის დადასტურება მას შემდეგ, რაც 2022 წლის თებერვალში, რუსეთი უკრაიანაში შეიჭრა.

დღემდე მოპოვებული მონაცემების თანახმად, სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა ასაკი 4-დან 82 წლამდე მერყეობს. მსხვერპლნი ძირითადად ქალები და გოგოები არიან, ასევე, მათ შორის არიან კაცები და ბიჭები.

თავის მიმართვაში პატენმა ხაზი გაუსვა პასუხისმგებლობის აუცილებლობას.