რუსეთისთვის ომმა მიაღწია სტრატეგიული „ზუგზვანგის“ ეტაპს, სადაც ყოველი ნაბიჯი აუარესებს სიტუაციას და აახლოებს მის დასასრულს. ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის უფროსმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა. ამისთვის მან ხუთი არგუმენტი მოიყვანა.
„პუტინის მობილიზაცია გადაიზარდა 500 000-ზე მეტი რუსის გაქცევაში, იმის დემონსტრირებაში, თუ რამდენად დამპალია რუსული სისტემა, მოუმზადებელი წვევამდელების დაღუპვა, მოსახლეობის აღშფოთების ზრდა, ომის მხარდაჭერის შემცირება და, რაც მთავარია, ის გახდა პოლიტიკური დესტაბილიზაციის მძლავრი ფაქტორი რუსეთში“, - აღნიშნა დანილოვმა.
მისივე თქმით, უკრაინის ტერიტორიების ანექსიის მცდელობამ გამოიწვია მთელი მსოფლიოს უპრეცედენტო კონსოლიდაცია უკრაინის მხარდაჭერისა და რუსეთის დაგმობის ირგვლივ (გაეროს გენერალური ასამბლეის კენჭისყრა, 2022 წლის 12 ოქტომბერი), რაც არასოდეს მომხდარა გაეროს ისტორიაში.
ამასთან, დანილოვის თქმით, პუტინის ბირთვულმა შანტაჟმა გამოიწვია NATO-ს სტრუქტურების სრული გადატვირთვა და მოდერნიზაცია, ბიუჯეტის გაზრდა, გადაიარაღება, მზადყოფნა და მკაცრი და დაუყოვნებლივი რეაგირების (ბირთვული შეკავების წვრთნები (Steadfast Noon) 17 ოქტომბერი, 2022) შესაძლებლობა. ოლექსი დანილოვი აცხადებს, რომ უკრაინაში მასიურმა შეტევებმა, უკრაინისთვის თავდაცვის სისტემების მიწოდების ტემპი დააჩქარა.
- ეს ასევე საფრთხეს უქმნის რუსეთს, რომ საბოლოოდ დაკარგოს გავლენიანი პარტნიორები, მათ შორის ინდოეთი და ჩინეთი.
მისივე თქმით, აგრესიულმა ომმა, რომელიც „უკრაინის განადგურების მიზნით დაიწყო, უკრაინელი ერის ერთ გუნდად ჩამოყალიბება გამოიწვია, რომელიც ძლიერდება, ხოლო რუსეთის ფსევდოფედერაციის ერთიანობა ქრება და დაშლის სტადიაში შედის.