„თქვენი ვიზიტი პირველია 12 წლიანი პაუზის შემდეგ და წელს ჩვენი ქვეყნები აღვნიშნავთ, სამ ათწლეულს დიპლომატიური ურთიერთობების, იმედი მაქვს, რომ თქვენი ვიზიტი გახსნის ახალ თავს საქართველო-მოლდოვის ურთიერთობებში და იქნება ახალი იმპულსი “, - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილთან ერთობლივად გამართულ ბრიფინგზე მოლდოვის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
ამასთან, მაია სანდუმ მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრების მიმართ.
„ჩვენ რთულ დროში ვცხოვრობთ. 8 წელია უკრაინაში მიმდინარეობს ომი. ჩვენ ვთავაზობთ მხარდაჭერას უკრაინელებს. მოვუწოდებთ რომ დაისაჯოს ეს დიდი კრიმინალი და ომის დანაშაული უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენ უპირობოდ ვუჭერთ მხარს უკრაინას. ჩვენ და საქართველოს გვაქვს მოუგვარებელი კონფლიქტები. აქვე მინდა გამოვხატო მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - განაცხადა სანდუმ.
მისი თქმით, თუ არ იქნება მშვიდობა უკრაინაში, არ იქნება მშვიდობა მსოფლიოში.
საქართველოს პრეზიდენტი, მოლდოვაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.