ევროკავშირის 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სამოქალაქო მისიის გაგზავნაზე შეთანხმდნენ.
ევროკავშირის საბჭომ ადგილზე 40 სპეციალისტის გაგზავნა გადაწყვიტა.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის მონიტორინგის შესაძლებლობების სწრაფი განლაგების უზრუნველსაყოფად, გადაწყდა, რომ პროცესში, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორინგის ექსპერტები დროებით ჩაერთვებიან.
მონიტორინგის მისია იქნება დროებითი და ორი თვე გაგრძელდება.
აღსანიშნავია, რომ ამ მისიის მასპინძლობის საკითხი 7 ოქტომბერს აზერბაიჯანის და სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტების, საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ოთხმხრივი შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცახდებაში აისახა.