ლაშა ხუციშვილი: დღეს რუსეთთან სავიზო რეჟიმის გადახედვის საჭიროება არ არის

"დღეს რუსეთთან სავიზო რეჟიმის გადახედვის საჭიროება არ არის", -  ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
 

„დღეს არსებული კონტროლის მექანიზმები სრულად პასუხობს იმ გამოწვევებს, რა გამოწვევებიც ქვეყანას აქვს და შესაბამისად, ამ ეტაპზე, ამ საჭიროებას მე პირადად ვერ ვხედავ. თუ დადგება ისეთი მომენტი, რომ ქვეყანაში არსებული კონტროლის მექანიზმები ვერ უზრუნველყოფენ იმ სტანდარტს, რა სტანდარტიც არის ქვეყანაში საჭირო უსაფრთხოების მიმართულებით, ამაზე შეიძლება იყოს საუბარი, თუმცა დღეს ამის საჭიროება არ არის“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს, მოლდოვაში ვიზიტისას განაცხადა, რომ შესაძლოა რუსეთთან სავიზო რეჟიმი გადაიხედოს, რადგან ზედმეტად ლიბერალურია.