ევროკავშირი უკრაინას, სამხედრო დახმარებისთვის დამატებით €500 მილიონს გამოუყოფს

ევროკავშირმა უკრაინის სამხედრო დახმარების მიზნით, €500 მილიონის ტრანშის გამოყოფა ოფიციალურად დაამტკიცა. 

„ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ დამატებით 500 მილიონი ევროს მობილიზება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ჩვენ მტკიცედ ვრჩებით უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდამჭერნი, რათა ქვეყანა აგრესიისგან დაიცვან.

რუსეთის ბოლოდროინდელი განურჩეველი თავდასხმები უკრაინელ მშვიდობიან მოსახლეობაზე და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, რუსეთის მიერ ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო სამართლის სრული უგულებელყოფის კიდევ ერთი დასტურია.

ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას მანამდე, ვიდრე დასჭირდება“, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა.

ამრიგად, ევროკავშირის ჯამური კონტრიბუცია ევროპის მშვიდობის ფონდის (EPF) ფარგლებში უკრაინისთვის უკვე 3,1 მილიარდ ევროს შეადგენს.