ადამ კიზინგერი: გვსურს, საქართველოს მთავრობამ ილაპარაკოს, რამდენად საშიშია რუსეთი ქვეყნისთვის

მე მომისმენია საქართველოში, რომ არსებობენ ძალები, რომლებიც აცხადებენ რომ საქართველოს ჩათრევა სურს ამერიკის შეერთებულ შტატებს ომში. ეს არ არის მართალი. ამის შესახებ ამერკელმა კონგრესმენმა ადამ კიზინგერმა „ფორმულას“ ეთერში განაცახდა. 

„მე კიდევ ვიმეორებ, ამერიკა არ სთხოვს საქართველოს, დაიწყოს ომი რუსეთის წინააღმდეგ. ჩვენ გვსურს, რომ საქართველოს მთავრობამ ხაზი გაუსვას, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენს შორის პარტნიორობა და ილაპარაკოს საფრთხეზე, რამდენად საშიშია რუსეთი საქართველოსთვის“, - აღნიშნა კიზინგერმა. 

ამასთანავე აღნიშნა, რომ „რუსეთის მომავალი არ არის ნათელი, დასავლეთის მომავალი კი ნათელია“.