რუსეთში, უკრაინაში ომის გამო სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრებთა რიცხვი 2022 წელს 8,3 მილიონზე მეტით გაიზრდება. მათგან თითქმის 2,9 მილიონი ბავშვია. გაეროს ბავშვთა ფონდმა (UNICEF) ანგარიშში, ომის შედეგების შესახებ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის 22 ქვეყანაში მოსალოდნელი შედეგები წარმოადგინა.
ამ ქვეყნებში ღარიბთა რიცხვი, UNICEF-ის პროგნოზით, 10 მილიონზე მეტი ადამიანით გაიზრდება. მათგან ოთხი მილიონი ბავშვია.
უკრაინაში, ფონდის მონაცემებით, სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრებთა რიცხვი 472 000 ადამიანით გაიზრდება. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ეს შეფასება ეფუძნება ვარაუდს, რომ უკრაინის მშპ 2022 წელს 10%-ით შემცირდება. მეორე კვარტალში 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 37%-ით შემცირდა.
UNICEF-ი ასევე, ბავშვთა სიკვდილიანობის ზრდას და განათლების ხელმისაწვდომობის შემცირებას პროგნოზირებს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში.
როსსტატის მონაცემებით, 2022 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით, რუსეთის ფედერაციასი 17,6 მილიონი ადამიანი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. ქვეყნის მოსახლეობის 12,1%-ის შემოსავალი 13 813 რუბლზე ნაკლებია.