ანდრიუს კუბილიუსი: იმედი მაქვს, რომ საქართველოს მთავრობა მოგვისმენს არა მხოლოდ ჩვენ, არამედ თავის მოსახლეობას, რომელსაც ევროკავშირის წევრობა სურს

იმედი მაქვს, რომ მთავრობა მოუსმენს არა მხოლოდ ჩვენს რჩევას, არამედ საქართველოს მოსახლეობას, რომელსაც ევროკავშირის წევრობა უნდა. ამის შესახებ ევროპალამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა „ფორმულას“ ეთერში განაცახდა. 

„რა თქმა უნდა, ყველას, საქართველოს მოქალაქეებსა და პარტნიორებს, ძალიან გაგვიხარდებოდა, გვენახა როგორ შეასრულებს საქართველო 12-პუნქტიან მოთხოვნებს და კანდიდატი ქვეყანა გახდება. მაგრამ დრო ძალიან სწრაფად მიდის. ჩვენ ვხედავთ კარგ პროგრესს ევროკავშირის ლიდერების პოზიციებში. ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკური სურვილი გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე ეს რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე იყო.

ევროკავშირის მხრიდან ნათელი გაგება არსებობს, რომ გაფართოება უნდა წავიდეს წინ, უფრო ამბიციურად, უფრო ეფექტურად და უფრო სწრაფად. ევროკავშირის ინსტიტუტებს ვუბიძგებთ, რომ წინ იმოძრაონ, და თუ საქართველო ვერ შეასრულებს პირობებს, ნელა იმოძრავებს ამ პირობების შესრულების გზაზე, თუ  ჩამორჩება უკრაინასა და მოლდოვას, ეს თქვენთვის სასარგებლო არ იქნება“, - აღნიშნა კუბილიუსმა.

ამასთან კუბილიუსი აცხდებს, რომ ცდლობენ დაარწმუნონ საქართვეელოს მთავრობა, რომ პოლიტიკური თამაშები შეწყვიტონ. 

„ამიტომ, ჩვენ ვცდილობთ დავარწმუნოთ საქართველოს მთავრობა, მმართველი პარტია შეწყვიტონ პოლიტიკური თამაშები. არ ვიცი რა დავარქვა იმას, როცა მმართველი პარტია იმაზეა გადართული ვინ დაადანაშაულოს. ადანაშაულებს ელჩებს, საქართველოს მეგობრებს ევროპარლამენტში. მათ დამნაშავეების ძებნის ნაცვლად, საკუთარი სამუშაო უნდა შეასრულონ. იმედი მაქვს, რომ მთავრობა მოუსმენს არა მხოლოდ ჩვენს რჩევას, არამედ საქართველოს მოსახლეობას, რომელსაც ევროკავშირის წევრობა სურს", - ამბობს კუბილიუსი.