საბერძნეთი სამხრეთ გაზის დერეფნის გამტარუნარიანობის გაფართოებითაა დაინტერესებული.
ამის შესახებ საბერძნეთის ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის მინისტრმა კოსტას სკრეკასმა აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრ პარვიზ შაჰბაზოვთან შეხვედრისას განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ სამხრეთ გაზის დერეფანს საბერძნეთისთვის გაზის წყაროების და მარშრუტების დივერსიფიკაციის კუთხით, დიდი მნიშვნელობა აქვს.
შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ენერგეტიკული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.