უკრაინის იუსიტიციის მინისტრის თქმით, ვიქტორ იანუკოვიჩს და ოლიგარქ ოლეგ დერიპასკას ქონება დაუყადაღეს

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის პავლო ლებედევის, ოლიგარქების სერჰი კურჩენკოსა და ოლეგ დერიპასკას ქონება დაყადაღებულია.
უკრაინის იუსტიციის სამინისტრო მოთხოვნით, შესაბამისი მტკიცებულებების შეგროვების შემდეგ, აქტივების კონფისკაცია მოხდება. 

„მასალების შეგროვების შემდეგ, ჩვენ მათ გადავიტანთ უმაღლეს ანტიკორუფციულ სასამართლოში, რათა მივიღოთ გადაწყვეტილება აქტივების კონფისკაციის შესახებ“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა დენის მალიუსკამ.

მანვე აღნიშნა, რომ სასამართლო პროცესი დიდხანს არ გაგრძელდება. ყველაზე რთული ეტაპი კი, მტკიცებულებების შეგროვება და სარჩელის მტკიცებულებათა ბაზის მომზადებაა.

„ძირითადი პრობლემა ის არის, რომ ყველა პოლიტიკოსი, პოლიტიკასთან დაახლოებული ფიგურა თუ რუსი ოლიგარქი, ყოველთვის ამჯობინებდა საკუთარი ბიზნეს აქტივების დარეგისტრირებას ნომინალური მფლობელებისთვის... უფრო კონკრეტულად, იანუკოვიჩი თავის კომპანიებს ოფიციალურად არ ფლობდა, მისი ცნობილი კომპანია „ტანტალიტი“ პირდაპირ მას არ ეკუთვნის. დერიპასკამ მნიშვნელოვანი აქტივები სხვა პირებზე დაარეგისტრირა.

შესაბამისად, სასამართლოში მოგვიწევს დავამტკიცოთ, რომ მფლობელები ნომინალური ფიგურები არიან, ხოლო რეალური მფლობელი, რომელიც აკონტროლებს ბიზნესს, იანუკოვიჩი ან დერიპასკა არიან", - განმარტა მალიუსკამ.

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებით, ექსპრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს, თავდაცვის ყოფილ მინისტრ პავლო ლებედევს, ოლიგარქებს სერჰი კურჩენკოსა და ოლეგ დერიპასკას სანქციები დაუწესდათ.