იმედი გვაქვს, რომ წლევანდელ წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით დავასრულებთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. სწორედ ამან მოგვცა მომავალი წლის ბიუჯეტის გაზრდის შესაძლებლობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ინვესტორთა საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
"ქვეყანას ასევე ჰქონდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა და 2022 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2-ჯერ და უფრო მეტად გაიზარდა წინა წლის მაჩვენებლებთან შედარებით და შეადგინა 922 მილიონი დოლარი", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
თავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საბჭოს ხდომაზე განსახილველი საკითხების გარდა, დღევანდელ სხდომაზე, პრემიერმა საბჭოს წევრებს მიაწოდა ინფორმაცია ქვეყანაში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარების შესახებ. ასევე პრემიერ-მინისტრმა საბჭოს წევრებს წარუდგინა მთავრობის ხედვა მომავალ წელს დაგეგმილ ახალ პროექტებზე, ინიციატივებსა და პრიორიტეტებზე.