თავდაცვის მინისტრის განცხადებით, იგეგმება უპილოტო საფრენი აპარატების წარმოება საქართველოში. ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, ქვეყანა წლის ბოლომდე მიიღებს სატესტო ვერსიებს.
„უკრაინის ომში დრონები გამოცდილია. ჩვენ წლის ბოლომდე მივიღებთ სატესტო ვერსიებს და მომავალ წელს გადავალთ მასიურ წარმოებაზე. ამასთან ერთად, ჰაერსაწინააღმდეგო მიმართულებით გადავდგით ნაბიჯები - ისრაელში გავაგზავნეთ მოდერნიზაციისთვის არსებული საშუალებები“.
„ჩვენ თავდაცვით შესაძლებლობებს განვავითარებთ და შესყიდვების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებით ორ-სამ წელიწადში დიდ მასშტაბებს მივაღწევთ“, - აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ რადიო „იმედის“ გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ სტუმრობისას.