უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ გერმანიის პირველ ლედისთან, ელკე ბუდენბენდერთან შეხვედრისას, უკრაინისთვის საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემების, ასევე საბრძოლო იარაღის მიწოდების საკითხზე ისაუბრა.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატი იტყობინება.
„იძულებული ვარ, წამოვჭრა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების თემა. ეს არ უნდა იყოს პირველ ლედებს შორის საპროტოკოლო კომუნიკაციის თემა. თუმცა, უკრაინის მდგომარეობის გათვალისწინებით, ჩვენ იძულებული ვართ, გამოვიყენოთ ყველა შანსი, რომ გავიგოთ. საუბარია სიცოცხლის გადარჩენაზე, ადამიანის უფლებებზე. ჩვენ უნდა დავხუროთ ცა და შევაჩეროთ რუსეთის ეს მიზანმიმართული სარაკეტო ტერორი“, - განაცხადა ზელენსკამ.
10 ოქტომბრის შემდეგ, რუსეთი მასიურად ბომბავს უკრაინის ქალაქებს. მოსკოვს იერიშები მიაქვს კიევზე. ანადგურებს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას. კიევის ცნობით, ელექტროსადგურების 30% განადურდა, რის გამოც მოსახლეობას ელექტროენერგია შეზღუდვებით მიეწოდება. უკრაინამ დასავლეთს საჰაერო თავდაცვის სისტემების დაუყოვნებლით მიწოდებისკენ მოუწოდა. კიევი ასეთ სისტემებს პარტნიორებისგან უკვე იღებს. რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალე შეიჭრა და ამ დრომდე აწარმოებს სრულმასშტაბიან ომს.