რომის პაპმა ფრანცისკემ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ვატიკანში მიიღო. წმინდა საყდრის პრესსამსახურის ცნობით, რომის პაპისა და ემანუელ მაკრონის შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უკრაინას, კავკასიას და ახლო აღმოსავლეთს.
წმინდა საყდრის პრესსამსახურის მოკლე განცხადებაში ნათქვამია, რომ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა უკრაინაში მიმდინარე ომზე.
ამ კონტექსტში ხაზი გაესვა ჰუმანიტარულ ვითარებას.
„განსაკუთრებული ყურადღება ასევე დაეთმო კავკასიას, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკის რეგიონს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
პაპთან აუდიენცია თითქმის ერთ საათს გაგრძელდა.