აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორი უილიამ ბარნსი ოქტომბრის დასაწყისში უკრაინაში იმყოფებოდა, სადაც უკრაინის პრეზიდენტსა და სხვა მაღალი თანამდებობის პირებს შეხვდა, - ამის შესახებ CNN ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
უილიამ ბარნსმა უკრაინის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
წყაროებმა უარი განაცხადეს მისი მოგზაურობის შესახებ დამატებითი დეტალების გასაჯაროებაზე.
კონტექსტი
აშშ-ს სულ უფრო მეტად აწუხებს ის გარემოება, რომ რუსეთი შესაძლოა, ატომური იარაღის გამოყენებაზე გადავიდეს მის მიერ წარმოებულ ომში. ბარნსმა და სხვა ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა საჯაროდ განაცხადეს, რომ ვერ ხედავენ მტკიცებულებას, რომ მოსკოვი აქტიურად ემზადება ასეთი ნაბიჯის გადასადგმელად, მაგრამ დაზვერვის წარმომადგენლები გამოდიან გაფრთხილებით, რომ რისკი, ალბათ, ყველაზე მაღალია მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.