ევროკავშირი ცდილობს დაეხმაროს საქართველოს სასამართლო სისტემის რეფორმის განხორციელებაში. სასამართლო სისტემის რეფორმა არის ერთ-ერთი 12 რეკომენდაციას შორის. ამიტომ ჩვენ ამ პროცესს ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, სასამართლო სისტემა საქართველოში პროფესიონალური და დამოუკიდებელი უნდა იყოს.
„უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში სასამართლო სისტემა ძალიან პროფესიონალური და დამოუკიდებელი იყოს “, - აღნიშნა ელჩმა.
ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.
ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.
ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.
23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.