დეზინფორმაცია და პროპაგანდა საწამლავია, რომელიც მთელ მსოფლიოში გამოიყენება - ჰერჩინსკი

დეზინფორმაცია და პროპაგანდა საწამლავია, რომელიც მთელ მსოფლიოში გამოიყენება - საქართველო არ არის ერთადერთი ადგილი, სადაც დეზინფორმაციასა და პროპაგანდას ვებრძვით, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

„სამწუხაროდ, საქართველო არ არის ერთადერთი ადგილი, დეზინფორმაციასა და პროპაგანდას ვებრძვით. მედია წიგნიერება საუკეთესო პასუხია პროპაგანდის გამოწვევის მიმართ. ამიტომ, მოხარული ვარ, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოში მედია წიგნიერებას და მოხარული ვარ, რომ მონაწილეობას ვიღებ ამ ღონისძიებაში“, - აღნიშნა პაველ ჰერჩინსკიმ.