აზერბაიჯანი და ყაზახეთი კასპიის ზღვის ფსკერზე, ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკომუნიკაციო ხაზის მშენებლობას იწყებენ

კასპიის ზღვის ფსკერზე, ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკომუნიკაციო ხაზის (FOCL) მშენებლობა 2023 წელს დაიწყება.

ამის შესახებ ყაზახეთის ციფრული განვითარების მინისტრმა ბაღდატ მუსინმა სამარყანდში ICT Week Uzbekistan - 2022 ღონისძიებაზე გამოსვლისას განაცხადა. 

„პროექტი, რეგიონის ქვეყნებისთვის, ალტერნატიული ინტერნეტით წვდომას უზრუნვეყოფს. ასევე გააფართოვებს ტრანზიტს ევროპასა და აზიას შორის. ყაზახეთის მხრიდან პროექტის პარტნიორად Kazakhtelecom-ი სახელდება, ხოლო აზერბაიჯანული მხრიდან AzerTelecom-ი“, - განაცხადა მუსინმა.

ამ დროისთვის მიმდინარეობს პროექტის დიზაინის შემუშავება, შემდეგ მოჰყვება შესაბამისი კვლევები, მოგვიანებით კი დაიწყება კასპიის ზღვის ფსკერზე არხის პროექტირება და მშენებლობა.

კაბელის სიგრძე 340 კმ-ზე მეტი იქნება, ხოლო სარეზერვო არხი, რომელიც ყაზახეთის კურიკ პორტიდან ბუზოვნამდე, (ბაქოსთან ახლოს), იქნება, დაახლოებით 330 კმ-ს შეადგენს.