ჩრდილოეთმა კორეამ მოკლე რადიუსის ორი ბალისტიკური რაკეტა გამოცადა.
ამასთან, სამხრეთმა კორეამ ჩრდილოეთის მოქმედება სერიოზულ პროვოკაციად შეაფასა.
ჩრდილოეთ კორეას ბირთვული გამოცდა 2017 წლის შემდეგ აღარ ჩაუტარებია. ფხენიანმა ბალისტიკური რაკეტის ბოლო გამოცდა ორი კვირის წინ, 14 ოქტომბერს ჩაატარა.
2022 წლის სექტემბერში ჩრდილოეთმა კორეამ თავი გამოაცხადა ბირთვულ სახელმწიფოდ და მიიღო კანონი, რომელიც ითვალისწინებს თავდასხმის პრევენციისთვის ბირთვული იარაღის გამოყენებას.