უკრაინის საჰაერო ძალები: რუსული „ისკანდერ-K“ ტიპის რაკეტა ჩამოვაგდეთ

უკრაინის აღმოსავლეთის საჰაერო სარდლობის ცნობით, საჰაერო ძალებმა საზენიტო-სარაკეტო სისტემის გამოყენებით მობილურმა ეკიპაჟმა აღმოაჩინა და ჩამოაგდო რუსული „ისკანდერ-K“ ტიპის რაკეტა, რომელიც ზაპოროჟიეს მიმართულებით მიფრინავდა.

„ რუსეთის კიდევ ერთმა ფრთოსანმა რაკეტამ მიზანს ვერ მიაღწია. დღეს მოძრავმა MANPADS-ის ეკიპაჟმა აღმოაჩინა და ჩამოაგდო მტრის „ისკანდერ-K“ ტიპის რაკეტა, რომელიც ზაპოროჟიესკენ მიემერთებოდა", - ნათქვამია უკრაინის აღმოსავლეთის საჰაერო სარდლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უკრაინის აღმოსავლეთის საჰაერო სარდლობის ცნობით, აფეთქების შედეგად რაკეტამ კურსი შეიცვალა და უკაცრიელ ადგილას დაეცა.