რუსული მედიის ცნობით, რუსეთმა თავისი უდიდესი სამხედრო ოლქის მეთაური თანამდებობიდან გადააყენა

რუსული მედიის ცნობით, რუსეთის ცენტრალური სამხედრო ოლქის მეთაური, გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრ ლაპინი თანამდებობიდან გადააყენეს.

მისივე ინფორმაციით, ლაპინის გადაყენებისკენ ვლადიმერ პუტინს ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი და „ვაგნერის” კერძო სამხედრო კომპანიის მფლობელი ევგენი პრიგოჟინი მოუწოდებდნენ.

როგორც რუსული წყაროები იტყობინებიან კადიროვი გენერალ-პოლკოვნიკს ლიმანის „ჩაბარებისთვის“ და ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ჩრდილოეთში უკრაინის შეიარაღებული ძალების გარღვევისთვის აკრიტიკებდა.

წყარო