სამხრეთ კორეაში, ჰელოუინის აღნიშვნის დროს მომხდარი მასობრივი ჭყლეტის შედეგად 150-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, რის გამოც დღეიდან 5 ნოემბრამდე, გლოვა გამოცხადდა, - ამის შესახებ CNN იუწყება.
სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ სულ მცირე 3580 უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანის შესახებ მიიღო ინფორმაცია.
შეგახსენებთ, სეულში, მასობრივი ჭყლეტის შემდეგ, 151 ადამიანი დაიღუპა და 82 დაშავდა.
დაღუპულთა შორის უცხო ქვეყნის 19 მოქალაქეა.