უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ 2023 წელი გადამწყვეტი იქნება, რუსეთის ომის დამნაშავეების, მათ შორის რუსეთის უმაღლესი სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობის პასუხისგებაში მიცემის თვალსაზრისით.
მისივე თქმით, ყველა რუსი სამხედრო დამნაშავე პასუხს აგებს კანონის შესაბამისად, კერძოდ, უკრაინის ტერიტორიაზე, უკრაინის კანონმდებლობის შესაბამისად.
„არამარტო პუტინი, არამედ ყველა, ვინც „ხელი მოაწერა“, ვინც თავის გონებაში მწვანე შუქი აუნთო, რომ რუსები გაეგზავნა უკრაინაში სასიკვდილოდ, პასუხს აგებენ. ეს მხოლოდ დროის საკითხია. დარწმუნებული ვარ, რომ 2023 წელი იქნება გადამწყვეტი ამ ყველაფრისთვის“, - განაცხადა ოლექსი დანილოვმა.