უკრაინის მიერ მოგერიებული რუსული რაკეტა მოლდოვაში ჩამოვარდა

ორშაბათს დილით, რუსეთის მხრიდან გასროლილი ერთ-ერთი რაკეტა, რომლის მოგერიებაც უკრაინის საჰაერო ძალებმა შეძლეს, მოლდოვის სოფელ ნასლავჩასთან ჩამოვარდა. 

„დღეს დილით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის მიერ ჩამოგდებული რაკეტა, მოლდოვის რესპუბლიკის სოფელ ნასლავჩასთან ცამოვარდა, რომელიც უკრაინის საზღვართან მდებარეობს", - იუწყება მოლდოვის შინაგან საქმეთა სამინისტრო.

შედეგად რამდენიმე სახლის მინები ჩაიმსხვრა, თუმცა არავინ დაშავებულა. რაკეტის ჩამოვარდნის ადგილი შემოსაზღვრეს. ადგილზე საგამოძიებო ჯგუფი მუშაობს.