ევროპის 41 ქვეყანას შორის, საქართველო მედიაწიგნიერების ინდექსში ბოლო ადგილზეა. პირველ ხუთეულშია ფინეთი, ნორვეგია, დანია, ესტონეთი და ირლანდია.
ანგარიში, 2022 წლის ოქტომბერში „ევროპული პოლიტიკის ინიციატივისა“ (EuP) და სოფიას ღია საზოგადოების ინსტიტუტმა (OSIS) გამოაქვეყნეს, რომელებიც ევროპის ქვეყნებში მედიაწიგნიერების დონეს 2017 წლიდან აფასებენ.
კვლევის თანახმად, მაქსიმალური 100 ქულიდან საქართველოს მხოლოდ 20 ქულა აქვს და ამ სიაში ბოლო ადგილზეა.
საქართველოსთან ერთად ბოლო ხუთეულშია ჩრდილოეთ მაკედონია(23 ქულა), კოსოვო(23 ქულა), ბოსნია-ჰერცეგოვინა (24 ქულა) და ალბანეთი (25 ქულა).
საქართველოს მეზობელი თურქეთი 31 ქულით, მედიაწიგნიერების ინდექსში 36-ე ადგილზეა. კვლევაში არ არიან სომხეთი და აზერბაიჯანი.
უკრაინა რეიტინგში 39 ქულით, 29-ე ადგილს იკავებს.