წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკების პირველი რაუნდი სექტემბერში, რომელიც გულისხმობს ორ ქვეყანას შორის საყოველთაო ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების გაფორმებას, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
დავითაშვილის თქმით, შეთანხმების ფარგლებში შესაძლებელი გახდება, რომ წახალისდეს საქართველოში ინვესტიციები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისთვის.
„ემირატები ერთ-ერთი განვითარებული ქვეყანაა, 400 მილიარდიანი ეკონომიკაა, ეკონომიკა, რომელიც განიცდის ტრანსფორმაციას და უფრო და უფრო ინოვატორული ხდება.
საქართველოც ძალიან დინამიკურად ვითარდება, და ვფიქრობ, რომ პოტენციალი ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობისა საკმაოდ დიდია და ამ შეთანხმების ფარგლებში ჩვენ მოვახერხებთ რეალური, კონკრეტული, ხელშესახები შედეგების დადებას, რაც წაადგება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.