მოსკოვის ტაგანსკის ოლქის სასამართლომ, Wikipedia-ს მმართველი ფონდი Wikimedia, 2 მილიონი რუბლით დააჯარიმა. რუსული მედიის ცნობით, Wikimedia-მ უკრაინაში „სპეცოპერაციის“ მიმდინარეობის შესახებ Wikipedia-დან „ყალბი სტატიები“ არ წაშალა.
მოსკოვის ტაგანსკის ოლქის სასამართლომ, „Wikimedia Foundation, Inc.“ დამნაშავედ, რუსეთის ფედერაციის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 13.41 მუხლის მე-2 ნაწილით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენაში ცნო და ადმინისტრაციული ჯარიმა ორი მილიონი რუბლის ოდენობით დააკისრა.
ორგანიზაციის წინააღმდეგ შედგენილი ოქმის თანახმად, „ვიკიპედიიდან“ უკრაინაში მიმდინარე „სპეცოპერაციის“ შესახებ, Wikimedia Foundation, Inc-ს ორი სტატია უნდა წაეშალა. მაქსიმალური ჯარიმა 4 მილიონი რუბლია.