უკრაინის შეიარაღებული ძალების ავიაციამ, ბოლო 24 საათში, რუსეთის ძალებზე 33 იერიში მიიტანა. დაზიანდა იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის 26 უბანი, ასევე საზენიტო-სარაკეტო სისტემების შვიდი პოზიცია.
ამის შესახებ ინფორმაცია, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა Facebook-ზე გამოაქვეყნა.
„მტერი ცდილობს შეინარჩუნოს დროებით ოკუპირებული ტერიტორიები. ახორციელებს შეტევითი ოპერაციების ბახმუტის, ავდეევსკის და ნოვოპავლოვსკის მიმართულებით", - ნათქვამია განცხადებაში.